რუსული ტყვეობიდან უკრაინაში კიდევ 100 სამხედრო დააბრუნეს
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების გაცვლის მორიგი რაუნდი გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში, მოსკოვში 106 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახლში 100 ადამიანი დაბრუნდა, ესენი არიან: სამხედროები, მეზღვაურები, მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიის წევრები.
მისივე თქმით, გათავისუფლებულთა შორის არიან მარიუპოლის, “აზოვსტალის” და გოსტომელის დამცველები.