მედია: უკრაინულ ბენზინმზიდებს, სანქციების გვერდის ავლით, რიგიდან რუსული საწვავი უკრაინაში გააქვთ
ათობით უკრაინულ ბენზინმზიდს ყოველდღიურად, უკრაინული და საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით, ლატვიის დედაქალაქიდან რუსული საქონელი გააქვთ. ამის შესახებ უკრაინული მედია ლატვიურ პროექტზე – Nekā personīga დაყრდნობით წერს.
არსებული ინფორმაციით, 5 თებერვალს ევროკავშირში ძალაში შევიდა რუსულ ნავთობპროდუქტებზე სრული აკრძალვა. მაშინვე, რიგის პორტში სანქტ-პეტერბურგიდან სამმა ტანკერმა მოახერხა შესვლა, რომლებიც საწვავით იყო დატვირთული. ტვირთის საერთო ღირებულება 100 მილიონ ევროს აჭარბებდა.
მაშინვე, ჟურნალისტებმა ერთ-ერთ ტერმინალთან შეამჩნიეს უკრაინული ბენზინმზიდები, რომლებსაც პორტში გაჭედილი ნავთობი უკრაინაში გადაჰქონდათ.
„ამ კვირაში ჩვენმა პროგრამამ კვლავ გადაწყვიტა ვითარების გადაღება. უკანასკნელი რუსული ტანკერის რიგის პორტში შემოსვლიდან 2 თვის შემდეგ, კვლავ ჩანს, რომ ტერმინალზე უკრაინული ბენზინმზიდები ისევ დადიან“, – აღნიშნავენ ლატვიელი ჟურნალისტები.
მათივე განმარტებით, უკრაინაში რუსული ნავთობპროდუქტების შეტანა უკვე წელიწადზე მეტია, აკრძალულია. შესაბამისად, რუსული საწვავი ქვეყანაში ფალსიფიცირებული საბუთებით შეაქვთ.