ხატია დეკანოიძე: არ ვყოფილვარ აქციაზე, მაგრამ გაცილებით დიდი რაოდენობის მობილიზაციას ველოდებოდი, სამი კვირით ადრე მომზადების პირობებში

“სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არ უწყობს ხელს კონსოლიდაციას”, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ თვითმარქვია ოპოზიცია”.

დეკანოიძის თქმით, გუშინდელ აქციაზე უფრო მეტი ადამიანის მობილიზების მოლოდინი ჰქონდა.

“თუ არ მიდიხარ კონკრეტული პარტიის აქციაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად ასეთი შეფასებები გაკეთდეს. მე არ ვყოფილვარ აქციაზე, მაგრამ რაც ვნახეთ, გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის მობილიზაციას ველოდებოდი, სამი კვირით ადრე მომზადების პირობებში”, – აღნიშნა დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები