პეტერ ფიშერი: ვულოცავ მიტროპოლიტ შიო მუჯირს, უკვე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
„ვულოცავ მიტროპოლიტ შიო მუჯირს, უკვე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და საუკეთესოს ვუსურვებ“, – წერს პეტერ ფიშერი X-ზე.
საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა.