ჰანტავირუსი საკრუიზო ლაინერ MV Hondius-ის კიდევ ერთ, ამერიკელ მგზავრს დაუდასტურდა, მეორეს კი სიმპტომები აღენიშნება.
ორივე პირი იზოლაციაშია გადაყვანილი და მათ მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან.
ოფიციალურად, საერთო ჯამში, გემზე ვირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა და გარდაცვალების სამი ფაქტია დადასტურებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფრომაციით, ვირუსის ხმელეთზე გავრცელების რისკი ძალიან დაბალია.
შეგახსენებთ, საკრუიზო ლაინერი, რომელზეც ჰანტავირუსით მგზავრის გარდაცვალება დაფიქსირდა, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში გუშინ ჩავიდა, რის შემდეგაც 23 ქვეყნის წარმომადგენლებმა საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაცია განახორციელეს.