დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი – კენჭისყრის შედეგები ხვალვე გამოცხადდება

ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, – განაცხადა პრესკონფერენციაზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე ბიულეტენზე ამომრჩეველი სამ საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთს შემოხაზავს. შემდეგ ბიულეტენები საარჩევნო ყუთში მოთავსდება. მთელი საქართველოდან სამების ტაძარში 1200-მდე დელეგატი მოიყრის თავს. დეკანოზმა აღნიშნა, რომ მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, ეპარქიებიდან სიებია შედგენილი, რომელთა მიხედვითაც სტუმრები დაიშვებიან ტაძარში, სიაში მყოფი პირების იდენტიფიცირება კი პირადობის მოწმობით მოხდება.

დელეგატების მიღება 10:00-დან 12:00 საათამდე უნდა შედგეს. შემდეგ მღვდელმთავრებიც მიბრძანდებიან ტაძარში და დაიწყება კენჭისყრა.

ჯაღმაიძის განმარტებით, იკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება. მისივე თქმით, კრების ნაწილი გადაიცემა პირდაპირ ეთერში, კერძოდ, კრების დაწყება და შედეგების გამოცხადება, ხოლო ხმების დათვლის ნაწილი დახურული იქნება.

ამასთან, დეკანოზ ჯაღმაიძის განმარტებით, ტაძრის ეზოში შესვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება და შეზღუდვა მხოლოდ ტაძარში შესვლას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები