“დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უნიკალური როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„შემიძლია, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის ციტირება მოვახდინო. მან თქვა, რომ სლოვაკეთს და ევროპას საქართველო სჭირდება იმისთვის, რომ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. მგონი, ამაზე მკაფიო გზავნილი არ არის საჭირო, რომ მოვისმინოთ. დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უნიკალური როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.