მეუფე ისაია: საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი ამ საქმეში მარტო არ იქნება
“საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი, ყველა თავისი გამოცდილებით შეეხიდება მას მსახურებაში”, – ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, მეუფე ისაიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის შემდეგ განაცხადა.
მან საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მიულოცა.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს. არჩევნები იყო და გამოარჩია წმინდა სინოდმა – ახალი პატრიარქი არის მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე შიო. საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი, ყველა თავისი გამოცდილებით შეეხიდება მას მსახურებაში,“ – განაცხადა მეუფე ისაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა.