პატრიარქი შიო მესამე: ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც
“ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც”,- ამის შესახებ სამების ტაძარში ახლად არჩეულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ განაცხადა.
მან ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის მადლობა შესწირა.
„მადლობა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც იღვაწა დღევანდელი დღის ღირსეულად წარმართვისთვის, კრების ყველა დელეგატსა და სტუმარს.
განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას გამოვლენილი ნდობისთვის და მათთან ერთად ღვთისა და ერის სამსახურში გატარებული წლებისთვის.
დიდი მადლია და წყალობა ღვთისა და ამავდროულად, მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია უფლის განგებულების და განზრახვის გამოცნობა“, – აღნიშნა პატრიარქმა.
საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით არჩიეს.