ავარია ბობოყვათში – ერთი ავტომობილი 5 გაჩერებულ მანქანას დაეჯახა
ბობოყვათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთი ავტომობილი 5 გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია 5 პირი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.