კობა კობალაძემ გერმანიაში მცხოვრებ და მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, დიმიტრი თორაძეს უმასპინძლა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გერმანიაში მცხოვრებ და მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, დიმიტრი თორაძეს შეხვდა, რომელმაც ვეტერანებისთვის, სამსახურს შემოწირულება და სპეციალურად 9 მაისთან დაკავშირებით ჩამოსხმული ღვინო გადასცა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კობა კობალაძემ დიმიტრი თორაძეს მადლობა გადაუხადა ქართველი ვეტერანების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და პატივისცემისთვის.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე და საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი, კობა ლიკლიკაძე.
დიმიტრი თორაძის განცხადებით, აღნიშნულ საქველმოქმედო ინიციატივაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა, ასევე, გერმანელებმა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, ქართველი ვეტერანების მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა გამოეხატათ.
როგორც დიმიტრი თორაძემ აღნიშნა, მისი სურვილია, რომ საქართველოს ომის ვეტერანთა მიმართ თანადგომამ, მომავალში, სისტემატური ხასიათი მიიღოს.