გიორგი სვანიძე: გილოცავთ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი სულიერი წინამძღოლი ჰყავს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე საქართველოს ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს, კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
„გილოცავთ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი სულიერი წინამძღოლი ჰყავს.
საქართველოს ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს, გულითადად ვულოცავ ამ უდიდესი პასუხისმგებლობისა და სულიერი მისიის დაკისრებას. ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიმტკიცესა და ღვთის შეწევნას ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის სამსახურში.
დარწმუნებული ვარ, მისი მოღვაწეობა მშვიდობას, ერთიანობასა და სულიერ გაძლიერებას მოემსახურება”,-წერს გიორგი სვანიძე სოციალურ ქსელში.