ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, შიო მესამე გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიოს lll -ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, დარწმუნებულია შიო lll ღირსეულად გააგრძელებს დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიოს lll -ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას.
განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა ეკუთვნის უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ერის სულიერ მამას, რომლის მრავალწლიანი ღვაწლი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, მისი უწმინდესობა შიო lll ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს.
ვუსურვებ სულიერ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას და ღვთის შეწევნას საქართველოს საკეთილდღეოდ“, – წერს კირცხალია.