orthodoxtimes – სენაკის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ გაფართოებულ კრებაზე, რომელიც თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა,- ამის შესახებ ბერძნული გამოცემა orthodoxtimes-ი წერს.
“მიტროპოლიტი შიო, რომელიც გარდაცვლილი პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მსახურობდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შორის ჩატარებული კენჭისყრის პროცესში 22 ხმით აირჩიეს.
მროველისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა ცხრა ხმა მიიღო, ხოლო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) – შვიდი ხმა.
კენჭისყრაში წმინდა სინოდის 40-ვე წევრმა მიიღო მონაწილეობა. ხმების დათვლა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძემ) შედეგი გამოაცხადა”,- წერს მედია.