შიო III: ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით

“ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით”, – ამის შესახებ საქართველოს ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო III-მ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე მეუფე ანანიამ მას მიმართა, იღებდა თუ არა კათოლიკოს-პატრიარქის უღელს.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები