გორის მერი სოფელ სვენეთში გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე მოადგილესთან ერთად, სოფელ სვენეთში გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“სვენეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა და დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება.

გზის აღნიშნული მონაკვეთი სოფლის ცენტრს ავტომაგისტრალთან აკავშირებს.

პროექტი ითვალისწინებს ასფალტის საფარის, ეზოში შესასვლელების, მიერთებებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას.

გზის რეაბილიტაცია “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები