გიორგი ვოლსკი: ეკლესიის სათავეში მოვიდა ადამიანი, ვინც თავის დროზე გამოარჩია ილია მეორემ
“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბარი წარსულ დროში ძალიან რთულია. ეს სერიოზული თამასაა და როგორც თვითონ აღნიშნა ეს პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმე ჯვარია”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, აწ უკვე პატრიარქ შიოს გააჩნია ის ინტელექტუალური რესურსი, წარსული და აწმყო, რომლითაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე გაკვალა ილია მეორემ.
„მივულოცავ მასაც და მთელს ქართულ საზოგადოებას, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, რომ ეკლესიის სათავეში მოვიდა ადამიანი, ვინც თავის დროზე გამოარჩია ილია მეორემ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ყველას, რომ სწორედ ეს იქნება ჩვენი გარკვეული ვალის მოხდა პატრიარქ ილია მეორის მიმართ, რომ გვიყვარდეს და მხარში ამოვუდგეთ ეკლესიას“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით აირჩიეს.