ბექა ოდიშარია: ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ერთი შეხედვით შეიძლება, რესურსი არ აქვს, მაგრამ ბოლშევიკებსაც არ ჰქონდათ არანაირი რესურსი 1917 წელს, სანამ პეტროგრადში არ მოახდინეს სისხლიანი რევოლუცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია „ქრონიკის“ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, “გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები ახალგაზრდებს საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიის ჩატარებაში ატრენინგებენ.

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ერთი შეხედვით შეიძლება, არანაირი რესურსი არ აქვს, მაგრამ ბოლშევიკებსაც არ ჰქონდათ არანაირი რესურსი 1917 წელს, სანამ პეტროგრადში არ მოახდინეს სისხლიანი რევოლუცია. შესაბამისად, ხდება შემზადება. ეს არის მზაკვრული შემზადება – ხუმრობით, სიცილით, ხარხარით, ტრენინგით, ვახშმით და შემდეგ მოლოტოვის კოქტეილების დამზადების სწავლებით და შემდეგ ალბათ გამბედავი ახალგაზრდების გამოყოფით“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები