სასულიერო პირები და მრევლი “კაზანტიპის რესპუბლიკის” ტერიტორიისკენ მიემართებიან

სასულიერო პირები და მრევლი “კაზანტიპის რესპუბლიკის” ტერიტორიისკენ მიემართებიან და აქციას გამართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს არის ერის ტკივილი და რაც მალე დასრულდება ეს ორგიები, უკეთესი იქნება.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით: “კაზანტიპი გარყვნილებაა”, “ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება”, “ნუ გადააქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად”. როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ისინი ადგილზე ლოცვას ჩაატარებენ და პარაკლისს გადაიხდიან. შეგახსენებთ, რომ “კაზანტიპის” ფესტივალი 20 აგვისტოს გაიხსნა და 30 აგვისტომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები