სოფელ ზარზმასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ზარზმასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ.ზარზმა), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები