თალიბანმა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო ათობით ავღანელი ქალი დააკავა

თალიბანის მიერ ჩაცმულობასთან დაკავშირებული ახალი მკაცრი კანონების გათვალისწინებით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ათობით ახალგაზრდა ქალი დააკავეს და უცნობ ადგილას გადაიყვანეს.

თვითმხილველებმა მედიას განუცხადეს, რომ მათ დაინახეს, როგორ ჩასვეს პოლიციის წევრებმა იარაღის მუქარით მანქანაში რამდენიმე ახალგაზრდა ქალი და ქაბულის დასავლეთ ნაწილში, ტანკ-ე-ტილის რაიონში გაიყვანეს. მათივე განმარტებით, ადგილზე ქალი ოფიცრები არ იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ცნობით, თალიბანმა ზოგიერთი სკოლის ადმინისტრაციას მითითება მისცა, რომ გოგონები ჰიჯაბისა და სახის დაფარვის გარეშე კლასებში არ შეუშვან.

შეგახსენებთ, 2024 წლის აგვისტოდან მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ქალებს საზოგადოებრივ ადგილებში ტანის და სახის სრული დაფარვის გარეშე გამოჩენა ეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები