ლევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას
ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა NGO-ს მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მიზანი იმ დაფინანსების, რაც მოდიოდა „იუესეიდისგან“, „ნედისგან“ და სხვადასხვა ევროპული ფონდიდან, ემსახურებოდა ზუსტად იმას, რომ დარტყმები განხორციელებულიყო ქვეყნის იდენტობაზე,
„ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას. ერთ-ერთი მიზანი იმ დაფინანსების, რაც მოდიოდა „იუესეიდისგან“, „ნედისგან“ და სხვადასხვა ევროპული ფონდიდან, გარდა იმისა, რომ მუდმივ რყევაში ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა, ემსახურებოდა ზუსტად იმას, რომ დარტყმები განხორციელებულიყო ჩვენი ქვეყნის იდენტობაზე, ეკლესიაზე, რწმენაზე და ა.შ. ეს ამ ყველაფრის თვალსაჩინო მაგალითია“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.