ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ისრაელის ელჩი, მიხაელ ბროდსკი ავრცელებს.
როგორც ბროდსკი სოციალურ ქსელში წერს, დღის წესრიგშია უკრაინის ხელმძღვანელობასთან და ებრაულ თემთან შეხვედრები.