“იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით რვა სახელმწიფო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წინააღმდეგი გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს ზომა საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს” – იოზვიაკი

„ახლა მთავარი კითხვა ის არის, რამდენად სერიოზულია ეს ვადა, წავა თუ არა დათმობაზე საქართველოს ხელისუფლება და საბოლოოდ იპოვის თუ არა ბრიუსელი მოქმედების ნებას, თუკი თბილისი კურსს არ შეცვლის“, – ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე წერს.

როგორც ის ამბობს, იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით რვა წევრი სახელმწიფო წინააღმდეგი გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს ზომა საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს, შესაბამისად, არაპროპორციული იქნება.

„როგორც ჩანს, ევროკავშირის წევრებისთვის უფრო მოსახერხებელია, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ევროკომისიის ანგარიშს, ან ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს დაელოდოს, რომლებიც წლის ბოლოს გამოქვეყნდება“, – წერს იოზვიაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები