ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის კანონები, რომელთა გაუქმებასაც თბილისისგან ითხოვენ, ქვეყნის სტაბილურობისა და საზოგადოების დაცვას ემსახურება.
„ეს ყველაფერი მივიღეთ იმიტომ, რომ ეს სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დაცვას. მაშინ, როდესაც ითხოვ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც არჩეულია მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, გააკეთოს ის, რაც სხვას სურს და არა ის, რაც სურს ხალხს, რომელმაც აირჩია, რა თქმა უნდა, ეს სრულიად წინააღმდეგობაში მოდის პირველ რიგში დემოკრატიულ სტანდარტებთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.