პაციენტი, რომელიც გუშინ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ექთანს თავს დაესხა, დააკავეს
პაციენტი, რომელიც გუშინ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ექთანს თავს დაესხა, დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) არის დაკავებული.
ინფორმაციისთვის, გუშინ დილით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტი ექთანს თავს დაესხა.
ამ დროისთვის, ექთანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.