კაია კალასი – “ღაზაში დახმარების მაძიებელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა გაუმართლებელია”

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტებში მოსახლეობის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, დახმარების მაძიებელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა გაუმართლებელია.

ასევე, კალასმა აღნიშნა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანასთან დაკავშირებით ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს ესაუბრა.

“ღაზაში დახმარების მაძიებელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა გამართლებული არ არის. ისრაელის თავდაცვის ძალებმა უნდა შეწყვიტონ ადამიანების ხოცვა განაწილების პუნქტებში. ყველა ვარიანტი განსახილველი რჩება, თუ ისრაელი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს”,- წერს კალასი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ღაზას სექტორში “ჰამასის” მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 48 საათის განმავლობაში არასრულფასოვანი კვების შედეგად 33 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები