პიტერ სიიარტო: ზელენსკის მხრიდან მუქარის, შანტაჟის ან ბრიუსელის მეშვეობით ზეწოლის მცდელობის მიუხედავად, უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

„ზელენსკის მხრიდან მუქარის, შანტაჟის ან ბრიუსელის მეშვეობით ზეწოლის მცდელობის მიუხედავად, უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ორი მილიონი უნგრელის ნება ჩვენი მთავრობისთვის ნათელი მანდატია“, – წერს უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები