“ერთი არჩევნები გაყალბდა და მეორე ბახმაროში უბედურება ტრიალებს” – ფეისბუქმომხმარებელი “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუედ აფასებს და ვიდეოს აქვეყნებს

ფეისბუქმომხმარებელი, ადა ეკიზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ის “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, თათია ნიკოლაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელმაც “ტვ პირველის” ეთერში თქვა – “ბახმარო უხვი ნალექის შემდეგ მოწყვეტილია გარე სამყაროს – არც გზა არის, არც მედპუნქტი, არც პროდუქტია – სტიქიის შემდეგ მთავრობა დროულად არ რეაგირებს”.

“ეს არის ამათი სიმართლე. ერთი არჩევნები გაყალბდა და მეორე ბახმაროში უბედურება ტრიალებს”, – წერს ეკიზაშვილი და აქვეყნებს კადრებს, თუ როგორ გამოიყურება ბახმარო ახლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები