NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა მეუფე იაკობის ქმედებას გაუმართლებლად მიიჩნევს

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა მეუფე იაკობის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ხმის მიცემისადმი მოწოდებას არ ამართლებს.
გამოკითხულთა 77%-მა არ იცოდა იმის შესახებ, რომ მან 6 ივლისს ამომრჩევლებს მოუწოდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მიეცათ ხმა.
მეუფე იაკობის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ხმის მიცემისადმი მოწოდებას გამოკითხულდა მხოლოდ 13% ამართლებს, 63% არ ამართლებს, 23% აცხადებს, რომ “არ იცის”, ხოლო 1%-მა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.
NDI-ის აგვისტოს კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 3 338 რესპონდენტი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები