ხვალ თბილისში აქცია „Putin khuylo“ გაიმართება

საქართველო საერთაშორისო მოძრაობას Putin khuylo Worldwide-ს უერთდება და 26 აგვისტოს დამოუკიდებელი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით აქციას „Putin khuylo“ მართავს. აქტივობა კრემლის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგაა მიმართული და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. აქცია ევროპის მოედანზე 18:30 საათზე დაიწყება. ორგანიზატორებმა აქცია თარიღის აღსანიშნავად შეარჩია, ამ დღეს 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
„კრემლის აგრესიული პოლიტიკა გრძელდება! მსხვერპლი კი რიგითი ადამიანები არიან. სანამ მთავრობები ლოკალურ თუ გლობალურ დონეზე ცდილობენ სიტუაციის მოგვარებას, პუტინის არაპროგნოზირებადი პოლიტიკით სულ უფრო მეტი რიგითი ადამიანი ზარალდება. დღეს ჩვენ გვაქვს ძალა დავიცვათ საკუთარი თავი და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ რიგითი მოქალაქეების ერთობას შეუძლია ცვლილების მოხდენა! ჩვენ ვერთიანდებით იდეის ირგვლივ, იდეის იმის შესახებ, რომ ხალხის ხმას აქვს ძალა!
დაბეჭდეთ მაისურზე Putin khuylo Worldwide-ის მიერ შემოთავაზებული სლოგანები (პრინტების გადმოტვირთვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე http://bit.ly/1z0EPhZ ) ან შექმენით საკუთარი! მოდით 26 აგვისტოს, 18:30 საათზე ამ მაისურით ევროპის მოედანზე და ერთად, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ!“ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წინამდებარე აქცია წარმოადგენს ახალგაზრდულ ინიციატივას, რომელიც მთლიანად თავისუფალია პოლიტიკური მიკუთვნებულობისგან. შესაბამისად, მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, პარტიას და მათთან დაკავშირებულ გაერთიანებებს, რომ თავი შეიკავონ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის აღნიშნული აქტივობის გამოყენებისაგან!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები