დიდუბის რაიონის მაცხოვრებლებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ

 შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” გაზის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქსელის რეაბილიტაციის მიზნით, დიდუბის რაიონში დღეს გარკვეულ ქუჩებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ. მათივე ინფორმაციით, 25 აგვისტოს 11.00 საათიდან 17.00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება აგლაძის ქ. #26-ის კორპუსების, წერეთლის გამზირის #67, 69, 71, 73, 75, 77, 79, 110, 112, წერეთლის გამზირის #9, 10, 11, 12, 13 კორპუსების, ხოშარაულის ქ. #22, 24, 27, სამტრედიის ქ. #11-ის მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ მსხვილ კომერციულ კომუნალურ, საზკვების ობიექტებს. შპს ,,კოკა-კოლას”, პურის ქარხანა ,,იფქლს”, დიდუბე პლაზას”, გაზგასამართ სადგურს სტანისლავსკის ქუჩის კუთხეში და სხვა. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები