დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მინისტრმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა რეცეპტის (ფორმა N3) ინსტიტუტის აღდგენასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე.
გაიმართა ახალი პორტალის „წამლის საძიებელი“ პრეზენტაცია, რომლის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია მედიკამენტის, ასევე რეცეპტის შესახებ.
მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა შეხვედრა გამართა ქვემო ქართლის რეგიონის ექიმებთან.
საუბარი შეეხო რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენასთან დაკავშირებულ სიახლეებს. მან დეტალურად აუხსნა დამსწრე საზოგადოებას, თუ როგორ შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია და ამობეჭდონ რეცეპტი, ასევე ისაუბრა ახალი პორტალის შესახებ „წამლის საძიებელი“, რომელიც მედიკამენტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა.
ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გაიოზ თალაკვაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. გაიოზ თალაკვაძემ ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენას უკავშირდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ექიმები და სოფლის ექიმები.
მოგეხსენებათ, რეცეპტით წამლების გაყიდვა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს სემინარების ოთახი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს (ექიმი სპეციალისტი, ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, კლინიკის მენეჯერი) ექნება საშუალება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია რეცეპტებთან (ფორმა N3) დაკავშირებით. სემინარები გაიმართება ყოველდღე 12:00; 14:00; 16:00; 18:00 საათზე. ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 15 05.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები