გიორგი მარგველაშვილი: “ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სტუდენტობას”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა. “ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სტუდენტობას. გისურვებთ წინსვლას ცხოვრების იმ დიდ გზაზე, რომელზეც თქვენი შედეგებით გადადგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. არ გადაუხვიოთ არჩეულ გზას და მიაღწიეთ დასახულ მიზანს თქვენი ოჯახების და ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვის ტექსტში.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 26 000-ზე მეტი ახალგაზრდა პირველკურსელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები