“112-ში” ტექნიკური ხარვეზის გამო, ცენტრი მათთან დაკავშირებისთვის ალტერნატიულ ნომრებს აქვეყნებს

ტექნიკური ხარვეზის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მასთან დასაკავშირებელ ალტერნატიულ ნომრებს აქვეყნებს.

როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად

„ტექნიკური ხარვეზის გამო, “112”-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206; 598087761; 577011139; 577011174; 591544384; 591946840; 591946870; 591544375.

ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები