„პატრიარქის ლექსის მიხედვით შექმნილი ნამუშევარი ნათლიას ვუსახსოვრე და მისთვის საგანგებოდ გადავწერე“ – როგორ აჩუქა რუსა მაისურაძემ გამომშრალ მცენარეებს ახალი სიცოცხლე

კალიგრაფიით დაინტერესდ პანდემიის დროს, როდესაც სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში  მისმა ხელნაწერმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. შემდეგ გაიარ დავით მაისურაძის კალიგრაფიის კურსი და პროფესიულად დაეუფლ.
ამბობს, რომ ბუნება და ყვავილები ბავშვობიდან განსაკუთრებულად ყვარს.
მოგზაურობისას და ლაშქრობისას ვაგროვებდი ყვავილებს და ჰერბარიუმებს ვაკეთებდი. შემდეგ ჩემი შეგროვებული ყვავილები დავკავშირე კალიგრაფიას და შევქმენი საზედაო ასოები ბუნებრივი მასალებით. ვიყენებ გამომშრალ ყვავილებს, ფოთლებს, ქვებს“ – რუსა მაისურაძის პერსონა.

 ბავშვობა…
– ხელოვნება ბავშვობიდან ახლობელი იყო ჩემთვის. მომწონდა ხელსაქმე – ვძერწავდი, ვქარგავდი, ვხატავდი, ვქსოვდი, ვაკეთებდი სამკაულებს…
პირველი ნამუშევარი…
– ბავშვობიდან ლამაზად ვწერდი, თუმცა კალიგრაფიით დავინტერესდი პანდემიისას, როცა ჩემი სამსახური დროებით დაიკეტა (პროფესიით ბუღალტერი ვარ)  და ბევრი თავისუფალი დრო დამრჩა.  ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში („წიგნის ჭიები“) განვათავსე ხელნაწერი – ტერენტი გრანელის ლექსი „გაზაფხულის საღამო“,  რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი გამოხმაურება. დადებითმა შეფასებებმა სტიმული მომცა, მეტად დავინტერესებულიყავი და მეტი მეწერა. წლების შემდეგ საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციაში გავიარე დავით მაისურაძის საავტორო კურსი. ჩემ თვალწინ გადაიშალა მრავალფეროვანი სამყარო, საშუალება მომეცა, ხელნაწერით გადმომეცა ჩემი სათქმელი, განწყობა, განცდები.

– კალიგრაფიას ბუნება და ყვავილები დაუკავშირეთ. თანაც ჰარმონიულად…
–  მიყვარს ბუნება. ბევრს ვმოგზაურობ. ყოველი ადგილიდან ჩამომაქვს ფერადი ყვავილების თაიგულები. არ მინდა დაჭკნეს და უკვალოდ ჩაიაროს, ამიტომ ვახმობ, ვინახავ. ამასობაში დამიგროვდა ჰერბარიუმის კოლექცია, რომელიც დავუკავშირე კალიგრაფიას და გამომშრალ მცენარეებს ახალი სიცოცხლე ვაჩუქე. ბუნებაზე უკეთესი მხატვარი არ არსებობს, ქართული ანბანის ყოველი ასო თავისი ლამაზი მოხაზულობით განსაკუთრებულად დამშვენდა ფერადი მცენარეებით.–  ყვავილებთან ერთად ფოთლებს და ქვებსაც იყენებთ.  საინტერესო ამბავი…
– ყვავილებთან ერთად ვიყენებ მცენარეების ფოთლებს, ქვებს. ჩემთვის გამორჩეული ნამუშევარია გოდერძი ჩოხელის „ერთ რამესა გთხოვთ, ყორნებო“! რომლის საზედაო ასო შევქმენი მისი მშობლიური სოფლიდან – ჩოხიდან ჩამოტანილი ქვებით. ასევე დიდი ქართველი მებაღის – მიხეილ მამულაშვილის სიტყვები „ბუნებაშია მშვენიერება, სათნოება,ერთგულება, სიბრძნე“…  გავაფორმე მისი ბაღიდან შეგროვებული გინკოს ხის ფოთლებით. გამოვარჩევდი აფხაზეთიდან ჩამოტანილი მიმოზებით შექმნილ ნამუშევარს – „აფხაზეთის წვიმა მიყვარს“…–  კალიგრაფია, რომელსაც ქმნით, ხელოვნების ნიმუშებია. როგორ შეიქმნა კალიგრაფია ილია მეორის ლექსის მიხედვით?
– პატრიარქის, ილია მეორის ლექსის მიხედვით შექმნილი ნამუშევარი ნათლიას ვუსახსოვრე და მისთვის საგანგებოდ გადავწერე.– რომელი პოეტის ლექსები გააფორმეთ?
– ჩემი ნამუშევრები ჩემთვის საყვარელი პოეტების, მწერლების ლექსებს,  ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს, გამონათქვამებს მოიცავს. გადაწერილი მაქვს: ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, გალაკტიონის, გოდერძი ჩოხელის, გიორგი ლეონიძის, ტიციან ტაბიძის და სხვათა ლექსები. განსაკუთრებულად მიყვარს გოდერძი ჩოხელის შემოქმედება.– ასომთავრულ ანბანსაც იყენებთ…
– ნამუშევრებში საზედაო ასოებად ძირითადად მხედრულ ანბანს ვიყენებ, თუმცა მაქვს ასომთავრულითაც შესრულებული.
– კალიგრაფია არის…
– კალიგრაფია, მასთან ჰერბარიუმის გაერთიანება, ჩემთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნო საქმეა. ყოველი ნამუშევარი დაკავშირებულია მოგონებებთან, ემოციებთან, რომელიც  ყვავილების, მცენარეების, ქვების შეგროვებას ახლავს თან. ჩემი შემოქმედებით გამოვხატავ ჩემს სათქმელს, განწყობას, ემოციებს.–  გამოფენები…
– 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გაიმართა ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა. მანამდე ვმონაწილეობდი ჯგუფურ გამოფენებში.
– ჰობი…
– მრავალი ჰობი მაქვს. მათ შორისაა მოგზაურობა. მინდა შემოვიარო ბევრი საინტერესო ადგილი, შევაგროვო ბევრი მოგონება, ემოციები ავკინძო და გამოვიყენო, აღვწერო ჩემს შემოქმედებაში. ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა ძერწვა პოლიმერული თიხით, მისგან ვაკეთებ სამკაულებს, თოჯინებს.
– გეგმები…
– სამომავლო გეგმები უკავშირდება შემოქმედებით განვითარებას და  ბევრ მუშაობას ამ მიმართულებით.


   

                                                                                         თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები