ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა – „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში „ბაიერნი“ დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ბაიერნი“ ანგარიშით 5:4 დაამარცხა.
დღევანდელ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა – ხვიჩა კვარაცხელიამ „ბაიერნის“ კარში გოლები 24-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა.
კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 საგოლე მოქმედება აქვს – 10 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა.
საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა „ბაიერნსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის მიუნხენში 6 მაისს გაიმართება. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტში, 30 მაისს შედგება.