მეტროსადგურ „ისანში“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა – ის უვნებლად ამოიყვანეს
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, კაცი უვნებლად ამოიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მათივე ცნობით, მომხდარის გამო, მოძრაობა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. ამ დროისთვის მეტროს მუშაობა აღდგენილია.