ირაკლი კირცხალია: ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს პოლიტიკურ საქმიანობაში მამუკა მდინარაძის უფრო აქტიურად ჩართვა, მათი ქილიკის მცდელობები, მათივე წუხილზე მეტყველებს

ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა შეიქმნა და ღიმილის მომგვრელია ის აჟიოტაჟი, რაც ამას მოჰყვა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მათ წუხილზე მეტყველებს, რადგან იციან რას ნიშნავს მამუკა მდინარაძის პოლიტიკურ საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩართვა.

„მათი ქილიკის თითოეული მცდელობა მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, მეტყველებს მათ წუხილზე. ვიცით, ბატონი მდინარაძის პოლიტიკური წარსული, აწმყო, მისი შესაძლებლობები. სადაც ის იყო, ვიცით რა შედეგებს მიაღწია. ვნახეთ სად არის დღეს უსაფრთხოების სამსახური, ამ 8 თვეში ეფექტურად შეძლო თვისებრივად ახალ  დონეზე აეყვანა ეს ყველაფერი. ძალიან კარგად ვიცით ვინ არის და რა შეუძლია ბატონ გეკა გელაძეს, რა შეძლო მან შსს-ში. დარწმუნებული ვარ, გააგრძელებს ყველა იმ წამოწყებულ საქმეს თუ რეფორმას, რაც მამუკა მდინარაძემ დატოვა. ასევე ძალიან კარგად იცნობს საზოგადოება ბატონ სულხან თამაზაშვილს და ვიცით, რა შეუძლია მას და რა გაუკეთებია შსს-ში. ამ ყველაფერთან ერთად, როდესაც სახელმწიფო მინისტრი ბატონი მდინარაძე დე ფაქტო, იმ თანამდებობიდან სადაც იყო, ასრულებდა იგივე კოორდინაციის როლს, ხვალიდან დე იურედ შეასრულებს კოორდინაციის როლს, წარმოიდგინეთ რა დონეზე გაიზრდება ჩვენი სამართალდამცავი უწყებების ეფექტურობის დონე. ამ ყველაფერთან ერთად ძალიან კარგად იციან რას ნიშნავს მდინარაძის პოლიტიკურ საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩართვა. ასე რომ ამ ყველაფერს მოჰყვა ეს აჟიოტაჟი“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები