მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ველოსიპედით მოძრავ 10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.

მძღოლმა ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში თავად გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები