შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ლევან მაისურაძესთან და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დეპარტამენტის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების, მათ შორის მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა მინისტრს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.