ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, გორგილაძისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სხვენზე გავრცელდა.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები