რუსეთისა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საუბარი 90 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა. ეს საუბარი 90 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.
პრეზიდენტების საუბარი მეგობრული, გულწრფელი და საქმიანი იყო“, – განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.