პენტაგონის მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-ს ირანთან ომი 25 მილიარდი დოლარი დაუჯდა

პენტაგონის მაღალი თანამდებობის პირის განცხადებით, აშშ-ს ირანთან ომი 25 მილიარდი დოლარი (დაახლოებით 21,37 მილიარდი ევრო) დაუჯდა.

ომის მდივნის მოადგილეა ფინანსურ საკითხებში, ჟიულ ჰარსტმა ეს ციფრი წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენისას დაასახელა.

როგორც მაღალჩინოსანმა განაცხადა, ხარჯების უმეტესი ნაწილი საბრძოლო მასალაზე მოდიოდა. მანვე დასძინა, რომ სამხედროებმა ასევე დახარჯეს თანხები ოპერაციების წარმართვასა და აღჭურვილობის შეცვლაზე.

„ჩვენ თეთრი სახლის მეშვეობით შევიმუშავებთ დამატებით [კანონპროექტს], რომელიც კონგრესს კონფლიქტის ხარჯების სრული შეფასების შემდეგ წარედგინება“, – თქვა ჰარსტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები