დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ცნობილი მედიასაშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში, 5 ათასზე მეტი ნეგატიური გადაცემა გაკეთდა. პირადად ჩემზე, მეუფე შიოზე, აღარ ვამბობ, პატრიარქზე რამდენი გაკეთდა – 2 დღეში სამი გადაცემა გამოდის
წარმოგიდგენიათ, რომ აი, იმ ცნობილი მედიასაშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში, 5 ათასზე მეტი ნეგატიური გადაცემა გაკეთდა. პირადად ჩემზე, მეუფე შიოზე, აღარ ვამბობ, პატრიარქზე რამდენი გაკეთდა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) განაცხადა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა შეკითხვას, პატრიარქის არჩევის პროცესზე გარკვეული ძალების მხრიდან რამდენად არსებობს გავლენის მოხდენის მცდელობა და რამდენად რეალისტურია ამ პროცესში ვინმე ჩაერთოს.
„მივადევნე თვალი – ჩვენი სამსახურის ერთი ნაწილი სწორედ ამას აკეთებს და რა იგულისხმება ზეწოლასა და გავლენაში? – ის, რომ ვიღაცამ კრიტიკული აზრი გამოთქვა, ვიღაცამ თავისი აზრი გამოთქვა. კი, მაგრამ ვისი მხრიდანაც ისმის ეს კრიტიკა, რომ ზეწოლა არის, მათი მხრიდან რა ზეწოლა ხორციელდებოდა?!
წარმოგიდგენიათ, რომ აი, იმ ცნობილი მედიასაშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში, 5 ათასზე მეტი ნეგატიური გადაცემა იყო გაკეთებული. პირადად ჩემზე იყო გაკეთებული, მეუფე შიოზე, აღარ ვამბობ, პატრიარქზე რამდენი იყო გაკეთებული. თუ ზეგავლენაზეა საუბარი, მაშინ იქიდან დავიწყოთ, თუ ამ სახის ზეგავლენაზეა საუბარი, რომ ვიღაცამ თავისი აზრი გამოთქვა, ან ვიღაცამ ცილი დასწამა. 5 ათასი გადაცემა! – რა გამოდის, 2 დღეში სამი გადაცემა გამოდის. ამდენი იშრომეს იმისთვის, რომ ეკლესიისთვის მიეყენებინათ ზიანი.
ღმერთმა ყველას შეუნდოს! მე ვისურვებდი, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ხვალინდელი დღე და პატრიარქის გარდაცვალებამ გვაჩვენა, რომ ამის რესურსი გვაქვს. მე ბევრ რამეს დავივიწყებდი. პირადად ჩემ მიმართ გაკეთებულს და ამას მოვემსახურებოდი, რომ ხალხს, რომელმაც ეს კულტურა აჩვენა, არ ავუბნიოთ გზა“, – აღნიშნა მამა ანდრიამ.