ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადა გადმოწია
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვადად 18 ივნისის ნაცვლად, 14 მაისი განსაზღვრა.
მანამდე ერდოღანი არ გამორიცხავდა, რომ საყოველთაო არჩევნების ვადას „სეზონური პირობების გათვალისწინებით“ გადმოწევდა.
თავად ერდოღანი არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და იქნება “ხალხის ალიანსის” წარმომადგენელი.