“შავი დილა!” – ზელენსკიმ ბროვარიში მომხდარი კატასტროფის გამოძიება შესაბამის უწყებებს დაავალა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის უწყებებს ბროვარიში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება დაავალა.
სოციალურ ქსელში მან დაღუპულთა ოჯახებს და ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა.
“ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს! დენის, ევგენი, იური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი… უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. ნათელი ხსოვნა მათ! ნათელი ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც შეიწირა ამ შავმა დილამ!”- დაწერა ზელენსკიმ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული, მათგან 3 ბავშვია. 29-მდეა გაზრდილი დაშავებულთა როდენობა, მათგან 15 ბავშვია.
ბორტზე მსხდომი 9-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე, ევგენი იენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი.
რაც შეეხება ჩამოვარნილ ვერტმფრენს, როგორც უკრაინის საჰაერო ძალების პრესმდივანმა, იური იგნატმა თქვა, ის იყო საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Super Puma AS 332.
მისი თქმით, ამჟამად ქვეყნის ახლა ყველა ძალოვან სტრუქტურას ასეთი ვერტმფრენები გააჩნია.