ვლადიმერ ბოჟაძე: საკრებულოში მილიარდ-ნახევრიან ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, რომელმაც 2023 წელს უამრავი თბილისელის ცხოვრება უნდა შეცვალოს

თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს რამდენიმე კითხვით მიმართა და სთხოვა მათ დაესახელებინათ ერთი პროექტი მაინც, რომელიც, მათი აზრით, სასარგებლოა თბილისელებისთვის და რომელსაც ხმას მისცემდნენ პოლიტიკური კონიუნქტურა რომ არ უშლიდეთ ხელს?

„დღეს მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ბიუჯეტის განხილვა დაიწყო საკრებულოში. მილიარდ-ნახევრიან ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, რომელმაც 2023 წელს უნდა შეცვალოს უამრავი თბილისელის ცხოვრება. შეგიძლიათ, მითხრათ, რომელი პროგრამაა თქვენთვის მისაღები და რომელია მიუღებელი? რას გვირჩევდით სატრანსპორტო პოლიტიკასთან მიმართებით, სოციალურ პოლიტიკასთან მიმართებით. სინამდვილეში, რას ვისმენთ? საქართველოს, რომელიც მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით, თურმე გაუმჭვირვალე ბიუჯეტი ჰქონია. მეტსაც გეტყვით, უღიმღამო ბიუჯეტი ჰქონია თბილისს და „ღიმღამიანი“ რომელია?”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგებისადმი მიმართვისას განაცხადა.

საკრებულოს წევრი ასევე დაინტერესდა, დაინახა თუ არა რამე კარგი ოპოზიციამ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში. „მართლა მაინტერესებს, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების განცხადებების შემდეგ, დაინახეთ რამე კარგი 2022 ან 2023 წლის ბიუჯეტში, თუ ისევ ისე ბნელა, როგორც 2012 წლამდე ბნელოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის პირობებში?!“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები