გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს

მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, გლდანის რაიონის გამგეობამ გზის საფარის მოწესრიგება რაჭის ქუჩაზე დაიწყო, სადაც გასულ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო. საგზაო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს გორგულისა და ოშკის ქუჩებზე. საერთო ჯამში, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 8 500 კვ.მ ფართობზე დაიგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 945 000 ლარამდე დაიხარჯება.

„გარდა ამისა, მიმდინარე წლის განმავლობაში, მუხიანის აგარაკების საგზაო ინფრასტრუქტურა დამატებით ხუთ მისამართზე მოწესრიგდება. ამასთან, უკვე დაგეგმილია წყალარინების ქსელის მოწყობა კალოუბნის, მუხის, გომბორისა და ერთობის ქუჩებზე, რისთვისაც, ჯამურად, 2 500 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ჩიქვინიძესთან ერთად, გაეცნო“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები