აბანოს ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 17 მარტს, 00:00-დან 23:00 საათამდე აბანოს ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა მძღოლებს ფირდოუსის, მირზა ფათალი ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეეძლებათ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები